წესები და პირობები
ვინაიდან Natsi Academy-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი წარმოადგენს ციფრულ კონტენტსა და ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელზე წვდომაც მომხმარებელს ეძლევა მყისიერად თანხის გადახდისთანავე, თანხის დაბრუნება სტანდარტულად არ ხორციელდება, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.
თანხის დაბრუნების საფუძვლები:
მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს გადახდილი თანხის 100%-ით უკან დაბრუნება შემდეგ შემთხვევებში:
• ტექნიკური ხარვეზი: თუ მომხმარებელმა გადაიხადა თანხა, თუმცა ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მიიღო წვდომა კურსზე პრობლემის შეტყობინებიდან 48 საათის განმავლობაში.
• შეცდომითი ორმაგი გადახდა: თუ სისტემური ხარვეზის გამო ერთი და იგივე პროდუქტში თანხა ჩამოიჭრა ორჯერ.
დაბრუნების პროცედურა:
თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ელ-ფოსტაზე: natsiacademy@gmail.com
განაცხადი განიხილება 3 სამუშაო დღის ვადაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა დაბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა, 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში (ბანკის ტრანზაქციის ვადების გათვალისწინებით).