რადგან აქ ხარ, შენი წარმატებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია…
ჩემი კურსები შექმნილია ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ წინსვლა, განვითარება, რეალური შედეგი და როგორც ფინანსური, ისე სულიერი დამოუკიდებლობის მოპოვება.
ეს არ არის მხოლოდ ცოდნა, ეს არის სქემა, რომელიც უკვე წლებია მუშაობს!
ამ პლატფორმაზე გაერთიანებული თითოეული კურსი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მოცემული მასალა აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას, გერმანელ და ტაილანდელ ფსიქოლოგებთან ერთად შემუშავებულ ანალიზსა და ეფექტურ ინდივიდუალურ სტრატეგიებს.
წლების განმავლობაში ვაგროვებდი გამოცდილებას საერთაშორისო ბაზრებზე, ვსწავლობდი ადამიანის ფსიქოლოგიას და ვმუშაობდი საკუთარ თავზე. დავინახე ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერება: წარმატება მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ არის, ის ასევე შინაგანი მდგომარეობაა. ზუსტად ამიტომ, შევქმენი კურსები, სადაც ერთდროულად ისწავლით როგორც სახლიდან თანხის გამომუშავების რეალურ სქემას მსოფლიოს წამყვან და ოფიციალურ პლატფორმებზე, ისე სულიერი სიმშვიდის, ტრანსფორმაციის, ბარაქისა და წარმატების მოზიდვის ინსტრუმენტებსა და მომავლის პროფესიებს.
ჩემი მიზანია, შენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაგიზოგო წლები, რომლებიც მე ძიებაში და შეცდომებზე სწავლაში დავხარჯე.
ჩემი კურსების გავლის შემდეგ ნახავ, რომ დრო და შრომა გიფასდება ფინანსურად, რომ საკუთარი ცხოვრების უფროსი შენ თვითონ ხარ, რომ მიაღწიე ჰარმონიას საკუთარ თავთან და როგორც იქნა, დილა იწყება ღიმილითა და მოტივაციით.
აქ იმიტომ ხარ, რომ შენც მზად ხარ ცვლილებებისთვისა და წარმატებისთვის. მე კი მზად ვარ, ვიყო შენი მეგზური ამ საინტერესო გზაზე.